Saturday, October 10, 2009

MEMORY



ჩვენი მეხსიერება ცარიელი სახლია, სადაც მოგონებები დროებით შესახლდებიან და ზოგჯერ სადღაც იკარგებიან ხოლმე, არიან მოგონებები, რომლებიც საუკეთესო ოთახებს იკავებენ, მოეწყობიან ტრუსიკ-მაიკას დალაგებენ, და სამომავლო გეგმებს დასახევენ სახლში დიდხანს დასარჩენად, ზოგი პირდაპირ მისაღებ ოთახში გამოიჭიმება, რაღაცა პერიოდის მანძილზე იქ ზის, ჩაი-ყავას მიირთმევს, ცოტა ხნით გავა, ისევ მოვა.... თავს გაბეზრებს, მაინც ვერ ეუბნები რომ თავი დაგანებოს, აბა რა წესია ხომ არ გააგდებ სახლიდან... არადა აღარ შეგიძლია მისი ატანა... ის კი არ მიდის.. ჯიუტად კვლავ გსტუმრობს, არც რჩება... და ბოლოს როცა უკვე შეეგუები მის პერმანენტულ ვიზიტებს, მაშინ ან სულ რჩება და ან საერთოდ მიდის... შენი აღარაა..
არის მოგონებები, რომლებიც ყველაზე შორეულ კუთხეებში ცხოვრობენ და მხოლოდ მაშინ გამოიხედავენ თუ ახალი სტუმარი მოვა, ან ძალით გამოათრევენ...
ეს სახლი ალბათ ლამაზი სურათებით არის სავსე, გამოსაჩენ ადგილებში ჰკიდია, ყველა გინახავს, განგიცდია, და გსიამოვნებს კვლავ თვალის შევლება... არის ისეთი სურათებიც რომელიც სარდაფში ყრია და არასოდეს არ ამოიტან....
პერიოდულად თავისუფლდება ოთახები, და კვლავ ივსება... მთავარი კი ისაა, რომ მაინც ყოველთვის რჩება ადგილი ახალი მაცხოვრებლების, სტუმრებისა და სურათებისთვის...

3 comments:

  1. ხო, სარდაფს შეეშვი. ვერ ვიტან სარდაფებს თავის მაჯლაჯუნებიანად. სარდაფის მოგონებები ცივია, ლორწოიანი, ძველი, და დალაგება რო გეზიზღება ისეთი. ჰოდა შეეშვი:)
    ლამაზად გიწერია, ჰონ:)

    ReplyDelete
  2. არასოდეს ჩავდივარ სარდაფში :)

    ReplyDelete
  3. ძალიან ლამაზი ჩანახატია :))))

    ReplyDelete