Monday, September 20, 2010

ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას საკუთარი აზრის არსებულ მოვლენებზე ჩამოყალიბება და ამ აზრის დაცვა უჭირთ, მოვლენებზე!!! არათუ ადამიანებზე... ადამიანებზე საკუთარ მოსაზრებას ხომ ვერასოდეს გაიტანენ, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი სანდო იყოს როცა არც კი იცი ვისთან გაქვს საქმე, რას ელოდე... პირში შესცქერიან მდგომარეობით თუ ბედის ირონიის წყალობით ”ავტორიტეტულ” არსებებს რომ როგორმე გაარკვიონ, ხვალ როგორ მოიქცნენ, ვაითუ დღევანდელმა კონცეფციამ ხვალისთვის არ გაამართლოს.
გამოდის რომ ზრდასრული ადამიანების უმრავლესობას უბრალოდ ვერ ენდობი, იმიტომ რომ ვერასოდეს იქნები დარწმუნებული ხვალ რა იქნება, ხვალ როგორი იქნები საზოგადოებისათვის, ქვის სროლას ხომ არ დაგიწყებს მარტო იმიტომ რომ საკუთარი მდაბიო არსებობა გაამართლოს.

Monday, August 9, 2010

მიყვარს...


ცხოვრება მშვენიერიაო ამბობენ, საინტერესოა ვინ რაში ხედავს მშვენიერებას, ერთნი თვლიან რომ ბრენდი უნდა ეცვათ, მეორენი კლუბში ყოველღამეულ ვიზიტებს თვლის მშვენიერებად, ჩემნაირები ახალ შთაბეჭდილებებს.

არიან ადამიანები, საერთოდ ვერაფერ მშვენიერს საკუთარ ყოფაში ვერ ხედავენ (საცოდაობაა ხო?) მე კი შეიძლება პატარა რაღაცეებში მეჩვენება ხანდახან, ან შეიძლება არ ვიცი რა არის მშვენიერი ცხოვრება და მცირედით ვკმაყოფილდები, ესეც საცოდაობაა მე თუ მკითხავთ.

მიყვარს როცა გამოძინებული ვარ
მიყვარს როცა სამსახურში მისვლა მიხარია
მიყვარს როცა ყველაფერი გამომდის...
მიყვარს თვითმფრინავი რომ აფრენას იწყებს
მიყვარს დედაჩემის ცალთვალგაბზარული სათვალე ტელეფონების ბლოკნოტში ნომრების ძებნისას რომ იკეთებს
მიყვარს საჩუქრების მიღება და ჩუქება...
მიყვარს დილით ყავის სურნელი სიმწვანის სურნელთან ერთად...
მიყვარს როცა კარგად მიცნობენ
მიყვარს თეატრი
ჩემი კარგი მეგობრები მიყვარს, ნამდვილები და მათთან გატარებული დრო..
მიყვარს უცნობი ქალაქების გაცნობა,
პარიზი მიყვარს, ასე მგონია საუკეთესო ქალაქია, რატო არ ვიცი
ნიჭიერი იუმორი მიყვარს, გონებამახვილური
კარგი ფეხსაცმელი მიყვარს...
მიყვარს სუნამოები....
TV შოუები მიყვარს

რა ბევრი რამეა რომ მიყვარს და მშვენიერების განცდას მანიჭებს...
მე მგონი უნდა ვისწავლოთ პატარა დეტალების დანახვა და სიხარულის განცდა ამ დეტალებისგან.

we should love ourselves to be able to love others... I think..

Saturday, October 10, 2009

MEMORY



ჩვენი მეხსიერება ცარიელი სახლია, სადაც მოგონებები დროებით შესახლდებიან და ზოგჯერ სადღაც იკარგებიან ხოლმე, არიან მოგონებები, რომლებიც საუკეთესო ოთახებს იკავებენ, მოეწყობიან ტრუსიკ-მაიკას დალაგებენ, და სამომავლო გეგმებს დასახევენ სახლში დიდხანს დასარჩენად, ზოგი პირდაპირ მისაღებ ოთახში გამოიჭიმება, რაღაცა პერიოდის მანძილზე იქ ზის, ჩაი-ყავას მიირთმევს, ცოტა ხნით გავა, ისევ მოვა.... თავს გაბეზრებს, მაინც ვერ ეუბნები რომ თავი დაგანებოს, აბა რა წესია ხომ არ გააგდებ სახლიდან... არადა აღარ შეგიძლია მისი ატანა... ის კი არ მიდის.. ჯიუტად კვლავ გსტუმრობს, არც რჩება... და ბოლოს როცა უკვე შეეგუები მის პერმანენტულ ვიზიტებს, მაშინ ან სულ რჩება და ან საერთოდ მიდის... შენი აღარაა..
არის მოგონებები, რომლებიც ყველაზე შორეულ კუთხეებში ცხოვრობენ და მხოლოდ მაშინ გამოიხედავენ თუ ახალი სტუმარი მოვა, ან ძალით გამოათრევენ...
ეს სახლი ალბათ ლამაზი სურათებით არის სავსე, გამოსაჩენ ადგილებში ჰკიდია, ყველა გინახავს, განგიცდია, და გსიამოვნებს კვლავ თვალის შევლება... არის ისეთი სურათებიც რომელიც სარდაფში ყრია და არასოდეს არ ამოიტან....
პერიოდულად თავისუფლდება ოთახები, და კვლავ ივსება... მთავარი კი ისაა, რომ მაინც ყოველთვის რჩება ადგილი ახალი მაცხოვრებლების, სტუმრებისა და სურათებისთვის...

Wednesday, March 18, 2009

Be the best boss you can be :)


მას შემდეგ რაც სამსახური გამაჩნია, უამრავი ახალბედა მენეჯერისგან გამიგია, რომ ადამიანების მართვა მსოფლიოში ყველაზე რთული საქმეა. მენეჯმენტი იმდენად რთულია, რომ ურჩევნიათ იატაკები ხეხონ... ზოგჯერ... თუმცა მეორეს მხრივ, ყველას მენეჯერობა უნდა და თავს არწმუნებს რომ ეს შეუძლია...


ჩემი პროფესიის და სამსახურის ერთი შემადგენელი ნაწილია კონსულტაცია გავუწიო მენეჯერებს ამ საკითხში, რაც ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ გამომდის, თუმცა აქ კვლავ ქართული "მაჩო" ხასიათი იჩენს თავს და ძალიან ცოტა ჯანსაღად მოაზროვნ ხვდება რომ ეს მას დაეხმარება...


დავუბრუნდეთ მენეჯმენტის პრობლემას, როგოც წინა პოსტში ვახსენე, ვგიჟდები მისტერ ჰაუსზე, რომელიც famous sick bastard–ია, და მაინც რიგი დგას მასთან მუშაობაზე, თავს უფლებას აძლევს დაამციროს, დასცინოს, საშინლად მოექცეს დაქვემდებარებულებს... მაგრამ არაფერი.... OK, I understand it's a TV Show, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამაში არის რაღაც... და ეს რაღაც, უკიდეგანო პროფესიონალიზმია, ის რატომ არა აქვს პრობლემა ასეთ საშინელ ადამიანს დაქვემდებარებულებთან, მათ მოტივაციასთან დისციპლინასთან და ა.შ. ეს არის პროფესიონალიზმი, ანუ მენეჯერი თუ პროფესიონალია, მას ყველაფერს პატიობენ, იმიტომ რომ მასთან მუშაობისას უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე ასატანი და შეურაცხყოფა...

ამასთან ერთად პროფესიონალიზმში, ვიწრო სპეციალიზაციაში ბრწყინვალე ტექნიკურ ცოდნას არ ვგულისხმობ, ვფიქრობ რომ ეს ძალიან ბევრის მომცველი ცნებაა და ადამიანების ცნობასაც გულისხმობს....