Monday, August 9, 2010

მიყვარს...


ცხოვრება მშვენიერიაო ამბობენ, საინტერესოა ვინ რაში ხედავს მშვენიერებას, ერთნი თვლიან რომ ბრენდი უნდა ეცვათ, მეორენი კლუბში ყოველღამეულ ვიზიტებს თვლის მშვენიერებად, ჩემნაირები ახალ შთაბეჭდილებებს.

არიან ადამიანები, საერთოდ ვერაფერ მშვენიერს საკუთარ ყოფაში ვერ ხედავენ (საცოდაობაა ხო?) მე კი შეიძლება პატარა რაღაცეებში მეჩვენება ხანდახან, ან შეიძლება არ ვიცი რა არის მშვენიერი ცხოვრება და მცირედით ვკმაყოფილდები, ესეც საცოდაობაა მე თუ მკითხავთ.

მიყვარს როცა გამოძინებული ვარ
მიყვარს როცა სამსახურში მისვლა მიხარია
მიყვარს როცა ყველაფერი გამომდის...
მიყვარს თვითმფრინავი რომ აფრენას იწყებს
მიყვარს დედაჩემის ცალთვალგაბზარული სათვალე ტელეფონების ბლოკნოტში ნომრების ძებნისას რომ იკეთებს
მიყვარს საჩუქრების მიღება და ჩუქება...
მიყვარს დილით ყავის სურნელი სიმწვანის სურნელთან ერთად...
მიყვარს როცა კარგად მიცნობენ
მიყვარს თეატრი
ჩემი კარგი მეგობრები მიყვარს, ნამდვილები და მათთან გატარებული დრო..
მიყვარს უცნობი ქალაქების გაცნობა,
პარიზი მიყვარს, ასე მგონია საუკეთესო ქალაქია, რატო არ ვიცი
ნიჭიერი იუმორი მიყვარს, გონებამახვილური
კარგი ფეხსაცმელი მიყვარს...
მიყვარს სუნამოები....
TV შოუები მიყვარს

რა ბევრი რამეა რომ მიყვარს და მშვენიერების განცდას მანიჭებს...
მე მგონი უნდა ვისწავლოთ პატარა დეტალების დანახვა და სიხარულის განცდა ამ დეტალებისგან.

we should love ourselves to be able to love others... I think..

No comments:

Post a Comment